Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: რუსთავში შენდება საწარმო, სადაც 3 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ საწარმო, რომელიც რუსთავში შენდება, 3 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. საუბარია "ქართული ტექსტილის" საწარმოზე.

"ეს არის, რასაც ჩვენ თავიდან ვამბობდით, რომ გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა. ამ საწარმოში შეკერილ ნაწარმს გამოიყენებენ და ისარგებლებენ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები და სპორტსმენები. ეს არის ის, როდესაც ჩვენ, ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ, როდესაც აწერია ნაწარმს, პროდუქტს, რომ ნაწარმოებია საქართველოში", - თქვა გახარიამ, რომელიც მშენებლობის დაწყების პროცესს დაესწრო.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, "ქართული ტექსტილის" საწარმო, სახელმწიფოს მხარდაჭერით, 4 თვეში სრული დატვირთვით ამუშავდება. ტერიტორია, სადაც საწარმო იფუნქციონირებს, კომპანიას სახელმწიფომ გადასცა. ინვესტიცია 20 მლნ ლარია, საიდანაც ნახევარი "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG