Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში კოვიდ-19-ის შემთხვევათა ზრდის გამო, კალიფორნია კვლავ შეზღუდვებს აწესებს


ჰოლივუდის, ჩვეულებრივ ხალხმრავალი, კორონავიორუსის პანდემიის გამო დაცარიელებული ბულვარი.
ჰოლივუდის, ჩვეულებრივ ხალხმრავალი, კორონავიორუსის პანდემიის გამო დაცარიელებული ბულვარი.

კალიფორნიამ 13 ივლისს მკვეთრად შეცვალა გადაწყვეტილება შეზღუდვების გაუქმების შესახებ, როცა ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატი ებრძვის კორონავირუსით ინფიცირებულთა მზარდ შემთხვევებს და მათ ჰოსპიტალიზაციას.

ვირუსის აფეთქება შეერთებულ შტატებში, რომელმაც, ცნობებით, 135 000-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა, კვლავაც მძვინვარებს, განსაკუთრებით სამხრეთსა და დასავლეთში, სადაც ბევრმა შტატმა შეზღუდვების გაუქმება მაისში დაიწყო.

კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსამის განკარგულებამ დარტყმა მიაყენა იმედებს იმის თაობაზე, რომ შეერთებულ შტატები კვლავ სწრაფად აამოქმედებდა თავის ეკონომიკას, რადგან კორონავირუსის შემთხვევების ხუთი დღის საშუალო მაჩვენებელმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 62 000-ს გადააჭარბა.

კალიფორნიის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლა მოხდა იმავე დღეს, როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გაფრთხილება გამოთქვა, რომ სავარაუდოდ, ახლო მომავალში ნორმალური ცხოვრების დაბრუნება ვერ მოხდება, რადგან ბევრმა ქვეყანამ არ მოახდინა სათანადო რეაგირება პანდემიაზე.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კოვიდ-19-ის შემთხვევებმა მსოფლიოში 13 მილიონს გადააჭარბა, დაღუპულთა რიცხვი 573 000-ზე მეტია გაეროს ჯანდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ პანდემია მხოლოდ გაუარესდება, თუ ხალხი არ დაიცავს ფიზიკური დისტანცირების ნორმებს - ხელების დაბანას და ნიღბების ტარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG