Accessibility links

ბაქოს თქმით, წუხელ სომხეთის ჯარების იერიშის მოგერიებისას დაღუპულთა შორის არიან გენერალი და პოლკოვნიკი


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თოვუზის რაიონში, აზერბაიჯანის საზღვარზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების იერიშის მოგერიებისას დაიღუპა რამდენიმე ოფიცერი, მათ შორის გენერალი და პოლკოვნიკი.

დაღუპულ ოფიცერთა შორის არის გენერალ-მაიორი ფოლად ჰაშიმოვი, პოლკოვნიკი ილგარ მირზაიევი, კიდევ ოთხი ოფიცერი და ერთი ჯარისკაცი.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ქარიმ ვალიევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინტენსიური ბრძოლები გაიმართა 13 და 14 ივლისს შორის ღამით.

„მტერი უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში განადგურებულია. განადგურებულია ასამდე მეომარი, მრავალრიცხოვანი სამხედრო ტექნიკა და კრიტიკული ობიექტი,“ თქვა მან.

ასევე, როგორც იტყობინებიან, თოვუზის რაიონში სომხეთის ჯარების საარტილერიო იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირი.

წინა დღის სამხედრო ოპერაციის დროს აზერბაიჯანის ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.

სომხეთის მხარეს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG