Accessibility links

ივლისის ბაშოს მაყურებლებიც დაესწრებიან


იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა ივლისის ბაშოზე მაყურებლები დაუშვას. ზაფხულის სუპერტურნირი ტოკიოს კოკუგიკანში 19 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაიმართება და თითოეულ ტურში დარბაზში 2 500 მაყურებელს შეუშვებენ, რაც ტრიბუნების საერთო ტევადობის ერთი მეოთხედია.

პროფესიული სუმოს ხელმძღვანელებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. ნოემბრის ბაშოს ქალაქ ფუკუოკას ნაცვლად ისევ ტოკიო უმასპინძლებს.

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტსახელით მოჭიდავე ლევან გორგაძე დოჰიოზე მეთერთმეტე მაეგაშირას რანგში ავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG