Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: ჩვენი ქალაქი იქნება ევროპაში ყველაზე მწვანე


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში რეაბილიტაციის შემდეგ გახსნეს ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკი (კიკვიძის ბაღი). პრემიერის შემდეგ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა კახა კალაძემ.

„მიხარია, რომ ჩვენთან უკვე შემოდის საპარკე კულტურა, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. ჩვენ გვაქვს პარკების ნაკლებობა, მაგრამ მე პირობა მაქვს მიცემული თბილისელებისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იქნება ევროპაში ყველაზე მწვანე ქალაქი, ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე განახლებული, ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე კეთილმოწყობილი. ამაში, რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერა, თანადგომა ყოველთვის არის მნიშვნელოვანი. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამ ყველაფრის უკან დგას დიდი გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი, ყველას ერთად დამსახურებაა“, - ამბობს კალაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG