Accessibility links

საფრანგეთში სოციალური დისტანციის დაცვით აღინიშნა ბასტილიის აღების დღე


14 ივლისს საფრანგეთში აღინიშნა ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებული ყოველწლიური დღესასწაული. მაგრამ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო პარიზის შანზ ელიზეს გამზირზე არ გამართულა ტრადიციული აღლუმი ტანკებითა და ჯარებით.

ამის ნაცვლად საფრანგეთის პრეზიდენტმა, სამხედრო თვითმფრინავით ფრენის შემდეგ, სამხედრო ჯიპში მდგარმა დაათვალიერა სოციალურად დისტანცირებული ჯარები თანხმობის მოედანზე.

„ვისურვებ, რომ ყველა ფრანგთან და არმიასთან ერთად, პატივი მივაგო ჯანდაცვის მუშაკებს და იმათ, ვინც ყველა სფეროში უწყობდა ხელს საზოგადოებრივი, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების გაგრძელებას,“ თქვა მაკრონმა აღლუმის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG