Accessibility links

ბარსელონადან სპეცრეისით სამშობლოში დღეს 170 მოქალაქე დაბრუნდება


დღეს ბარსელონადან საქართველოს მიმართულებით სპეცრეისით საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება. რეისს ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ (Myway Airlines) ბარსელონადან ქუთაისში შეასრულებს.

საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ივლისში კიდევ სამი სპეციალური რეისი შესრულდება:

17 ივლისი, ავიაკომპანია Myways Airlines, თბილისი - რომი - თბილისი;

22 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, პარიზი -ქუთაისი - პარიზი (ბოვე) - ქუთაისი;

28 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ათენი - ქუთაისი - ათენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG