Accessibility links

კოვიდ-19-ის 4 ახალი შემთხვევიდან 1-ის წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1-ის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია:

„4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 3 შემოტანილი შემთხვევაა. ამ 3-დან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 კი საკარანტინე სივრცეში დადასტურებული შემთხვევაა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, ჩაღრმავებული კვლევებით გრძელდება მეოთხე ინფიცირებულის დაავადების წყაროს მოძიება.

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 1003 შეადგინა. 3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვიც.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელებულია 873 ადამიანი, გარდაცვლილია - 15.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG