Accessibility links

ჩრდილოეთ მაკედონიაში ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანი არჩევნებია


ჩრდილოეთ მაკედონიაში 15 ივლისს იმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის ევროატლანტიკური გზა. არჩევნებამდე გამოკითხვებით, ევროპული კურსის მომხრე სოციალ-დემოკრატიულ კავშირს და მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელს, „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია, დემოკრატიული პარტია მაკედონიის ერთიანობისთვის“ (VMRO-DPMNE) თითქმის ერთნაირი რაოდენობის მომხრე ჰყავთ.

კენჭისყრა თავდაპირველად დაგეგმილი იყო აპრილისთვის, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. კორონავირუსის პანდემიის შესუსტების შემდეგ დადგინდა, რომ არჩევნები 15 ივლისს გაიმართებოდა და კენჭისყრის დრო ორი საათით არის გახანგრძლივებული, რათა არ მომხდარიყო ერთდროულად ადამიანების დიდი რაოდენობის შეკრება. უბნები დაიხურება თბილისის დროით 23 საათზე.

ჩრდილოეთ მაკედონიას მართავს დროებითი მთავრობა მას მერე, რაც პრემიერ-მინისტრი, ზორან ზაევი გადადგა იანვარში, როცა გაირკვა, რომ ევროკავშირი არ აპირებს ამ ქვეყანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას. საფრანგეთი წინააღმდეგობას უწევდა მაკედონიასთან მოლაპარაკების დაწყებას მარტამდე, ვიდრე მწვანე შუქი არ მისცა მას. ზაევმა, სოციალ-დემოკრატიული კავშირის ლიდერმა, მეზობელ საბერძნეთთან სახელის შეცვლის თაობაზე მნიშნელოვან შეთანხმებას მიაღწია. შედეგად, ქვეყანას გზა გაეხსნა ნატოს წევრობისკენაც. ზაევი ამომრჩევლებს ეუბნება, რომ მისმა პარტიამ დანაპირები შეასრულა და გზა გახსნა უკეთესი მომავლისკენ. ჰრისტიან მიკოვსკი, VMRO-DPMNE-ის ლიდერი, ზაევის საწინააღმდეგო უარყოფით კამპანიას წარმართავს და ნაციონალისტურ-პოპულისტურ რიტორიკას მიმართავს.

გამოკითხვებით, ეს ორი პარტია ხმების 25-25 პროცენტზე ნაკლებს მოაგროვებს, რაც ნიშნავს, რომ ისინი 120-ადგილიან პარლამენტში 61 ადგილზე მეტს ვერ მოიპოვებენ, რათა მარტომ მართონ ორგანო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG