Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს ჰონგ-კონგის საქმეებში ჩარევის გამო ჩინეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს და აღმასრულებელ განკარგულებას ჩინეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ.

პეკინს სანქციები დაუწესეს „ჰონგ-კონგის ავტონომიის საქმეებში ჩარევისთვის“. 14 ივლისს თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციაზე ტრამპმა ქვა, რომ მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, დასრულდება ჰონგ-კონგთან შეღავათიანი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება.

ჰონგ-კონგი იგივე იქნება, როგორც საკუთრივ ჩინეთი, მას არ ექნება საგანგებო პრივილეგიები, არ იქნება შეღავათიანი მიდგომა, და არ მოხდება მგრძნობიარე ტექნოლოგიის ექსპორტი, თქვა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, მან ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს ჰონგ-კონგის ავტონომიის შესახებ, რომელიც კონგრესმა ამ თვეში დაამტკიცა. ამ აქტის ძალით შესაძლებელია ჩინეთის ოფიციალური პირებისა და ჰონგ-კონგის პოლიციისთვის, რომელიც პეკინის ახალ კანონს ახორციელებს, სანქციების დაწესება.

აშშ-ის ეს კანონი შესაძლებლობას იძლევა სანქციები დაუწესდეს ბანკებს, რომლებსაც საქმიანი ურთიერთობა აქვთ მათთან, ვინც ჰონგ-კონგის ავტონომიას ძირს უთხრის.

დასავლეთის გაფრთხილების მიუხედავად, პეკინმა დაიწყო სახელმწიფო უშიშროების ახალი კანონის გატარება, რომელიც კრიმინალიზებას უკეთებს არაერთ ქმედებას ჰონგ-კონგში. კანონი ძირს უთხრის სისტემას „ერთი ქვეყანა - ორი სისტემა“, რომელის თანახმად ბრიტანეთმა ჩინეთს გადაცა ჰონგ-კონგი 1997 წელს.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი აქტები აძლიერებს აშშ-ის ზემოქმედებას ჩინეთზე ორ მსოფლიო სახელმწიფოს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG