Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ჩეხეთში ამ თვეში მეორე სარკინიზგო ავარიის შედეგად


ჩეხეთის ხელისუფლების ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 30 დაშავდა 14 ივლისის ღამით, პრაღიდან 30 კილომეტრით დაშორებით ორი მატარებლის შეჯახების შედეგად.

ცენტრალურ ბოჰემიის ქალაქ ჩესკი ბროდის მახლობლად ერთმანეთს შეეჯახნენ სამგზავრო და სატვირთო მატარებლები.

დაღუპულია ერთ-ერთი მატარებლის მემანქანე. ორი მგზავრის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულს უწოდებენ.

მეხანძრეები და მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ხანძრის ჩასაქრობად და დაშავებულთა დასახმარებლად.

ივლისის განმავლობაში ეს უკვე მატარებლების შეჯახების მეორე შემთხვევაა ჩეხეთში.

უფრო ადრე, 7 ივლისს, ორი კაცი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ჩეხეთის საკურორტო ქალაქ კარლოვი ვარის მახლობლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG