Accessibility links

"სანტეს" ქარხანასთან ბეჟან გუნავა და სამი პირი დააკავეს


დღეს, 15 ივლისს რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია "სანტეს" ქარხანასთან პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. მათ შორის ერთი, პარტია "ქართული არჩევანის" ლიდერი, ბეჟან გუნავაა.

პოლიციამ ოთხივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა. ამ მუხლით პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის პირი ათასიდან ოთხი ათასამდე ლარით ჯარიმდება ან 15-დღემდე პატიმრობაში უწევს ყოფნა.

აქცია "სანტეს" ქარხანასთან დღეს დილიდან დაიწყო. "ქართული არჩევანის" წევრები და იქ მანამდე დასაქმებული პირები კომპანიის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიამ დემონტაჟის სამუშაოებზე დასაქმებული პირები უკანონოდ დაითხოვა და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG