Accessibility links

სახელმწიფო დუმაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებას


რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრთა ინიციატივით, რომელთა შორის ქართული გვარის სენატორი მაქსიმ ქავჟარაძეცაა, რუსეთის სახელმწიფო დუმაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებას.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, პროქტი ასევე ითვალისწინებს ქორწინების აკრძალვას იმ პირთა შორის, რომლებმაც ადრე შეიცვალეს სქესი.

კანონპროექტის მიღების შემდეგ ასეთ წყვილებს აღარ ექნებათა უფლება, იშვილონ ბავშვები.

სადავო საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის შედეგად, რუსეთის ხელისუფლებას მიეცა უფლებამოსილება, დაიცვას ოჯახები და ტრადიციული ღირებულებები.

მაგრამ უფრო ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში არ იზღუდება და არც მომავალში შეიზღუდება სექსუალური უმცირესობების უფლებები.

ლგბეტ პირებზე საუბრის დროს, პუტინმა დააზუსტა, რომ ზრდასრულ ადამიანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს საკუთარი ბედი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG