Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოლმა ჩვენება არ მისცა მასზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ქმრის დავით ცინარიძის წინააღმდეგ


საქართველოს პროკურატურამ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, დღეს, 15 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის დავით ცინარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შესახებ.

პროკურატურის ცნობით, 2020 წლის 26 ივნისს არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარის მიერ მოწმის სახით დაბარებულ იყო დაზარალებული მ.ბ, რომელმაც გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. სწორედ, ამის შემდგომ დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულ დავით ცინარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გაუქმების შესახებ და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების, გირაოს გამოყენების შესახებ, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ დავით ცინარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო (3 0000 ლარი). მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 30 აპრილიდან ჰქონდა შეფარდებული.

რაც შეეხება საქმის გარემოებებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. სამართალდამცველებმა დ.ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს [28 აპრილს]".

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება სისხლის სამართლის საქმის განხილვა. მეუღლის მიმართ ძალადობის და მუქარის ფაქტზე ცინარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ამ ბრალდებით სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG