Accessibility links

მოსკოვში დაიწყო აქცია: „არა სამუდამო პუტინს!“


მოსკოვის ცენტრში, პუშკინი ქუჩაზე დაიწყო საპროტესტო აქცია დევიზით: „არა სამუდამო პუტინს!“, რომელიც რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საწინააღმდეგო კამპანიის წევრების მიერ არის ორგანიზებული.

რადიო თავისუფლება პირდაპირ ეთერში უჩვენებს ამ მსვლელობას.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, საღამოს 7 საათზე მოედანზე შეიკრიბა დაახლოებით 200 კაცი.

პუშკინის მოედანზე მობილიზებულია რუსეთის გვარდია.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კენჭისყრის შედეგების გაუქმების მოთხოვნით აქციის ჩატარების შესახებ მისმა ორგანიზატორებმა განაცხადი შეიტანეს მოსკოვის მერიაში, მაგრამ ხელისუფლება არ დათანხმდა მიტინგის გამართვას.

ამის გამო ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს აქციის ჩატარება მოქალაქეებთან შეხვედრისა და ხელმოწერების შეგროვების ფორმატში, მაგრამ ყველა გააფრთხილეს, რომ პოლიციამ შეაძლოა ეს შეხვედრა მაინც ჩათვალოს არასანქციერებულ მიტინგად და დაიწყოს მათი დაკავება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG