Accessibility links

მაიკ პომპეო სანქციებით დაემუქრა „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ში მონაწილე კომპანიებს და ინდივიდებს


მაიკ პომპეო

აშშ-ს სანქციებით დაემუქრა იმ კომპანიებსა და ინდივიდუალურ პირებს, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან გერმანიასთან დამაკავშირებელი, 11 მილიარდ დოლარად შეფასებული, გაზსადენის მშენებლობაში, რომლის დარჩენილი ბოლო კილომეტრების მშენებლობისათვის რუსეთი ძალ-ღონეს არ იშურებს.

„ან ეხლავე გაეთრიეთ ან შედეგების საფრთხე გელოდებათ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, 15 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე „ჩრილოეთის ნაკადი“ 2-ის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ ახალი სანქციებზე საუბრის დროს.

გერმანიასთან დამაკაშირებელი გაზსადენის მფლობელ რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ აშშ-ის განცახდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, განაცხადა, რომ ვაშინგტონი იყენებს პოლიტიკურ ზეწოლას „არაპატიოსანი კონკურენციის მიზნით“.

„გერმანიის ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი იმდენად ღრმად და ფუნდამენტურად იქნება დამოკიდებული რუსეთზე, რომ ვლადიმირ პუტინს, რომელიც, სავარაუდოდ საკმაოდ დიდი ხნით დარჩება ხელისუფლებაში, შესაძლებლობა ექნება, რეალური შესაძლებლობა ექნება არსებითი ზიანი მიაყენოს გერმანიას, თუ იგი [პუტინი] ამის გაკეთებას გადაწყვეტს“, - განაცხადა მაიკ პომპეომ, 25 ივნისს განაცხადა გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) მიერ ორგანიზებულ „ბრიუსელის ფორუმზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG