Accessibility links

დონალდ ტრამპი მოუწოდებს ირანს, არ დასაჯოს სიკვდილით სამი მსჯავრდებული


დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მოუწოდებს ირანს არ დასაჯოს სამი მსჯავრდებული, რომელსაც სიკვდილი მიუსაჯეს 2019 წელს გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის ბრალდებით.

„სამი კაცს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა ირანში პროტესტში მონაწილეობისათვის. განაჩენის სისრულეში მოყვანა წუთი წუთზეა მოსალოდნელი. ამ სამი ადამიანის დასჯა მსოფლიოს გაუგზავნის საშინელ სიგნალს და ამის გაკეთება დაუშვებელია“, - დაწერა ტვიტერში დონალდ ტრამპმა.

ირანის იუსტიციის სამინისტრომ 14 ივლისს განაცხადა, რომ სასამართლომ ძალაში დატოვა იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე გამოტანილი სანქციის უმაღლესი ზომა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბენზინზე ფასების მომატების წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს.

იუწყებიან, რომ სიკვდილიმისჯილები არიან 26 წლის ამირჰოსეინ მორადი, 28 წლის სტუდენტი საიდ ტამჯიჯი და 26 წლის მოჰამედ რაჯაბი. მედიის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 2 მილიონმა ადამიანმა გამოხატა თავისი უკმაყოფილება ამ სასიკვდილო სანქციის გამო ჰაშთეგ „არა სიკვდილით დასჯის“ ქვეშ.

ოპონენტებს შორის არიან ირანის კულტურის მოღვაწეები, მათ შორის ცნობილი კინორეჟისორი ასგარ ფარჰადი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG