Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტს ერთ თვეში დაუბრუნდება


ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულ სეზონს 14 აგვისტოს განაახლებს ვაშინგტონის საერთაშორისო ტურნირით და მასში მონაწილეობას მსოფლიოს რეიტინგის ოცდამეშვიდე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს.

პრესტიჟულ შეჯიბრებაში, რომლის საპრიზო ფონდიც ორ მილიონ დოლარამდეა, სულ 48 ჩოგბურთელი ჩაებმება, მათ შორის მოწინავე ათეულის წარმომადგენლები: რუსი დანილ მედვედევი (5), ბერძენი სტეფანოს ციციპასი (6) და ბელგიელი დავიდ გოფინი (10).

ნიკოლოზ ბასილაშვილს ვაშინგტონის ტურნირზე შარშან არ უთამაშია და 14-21 აგვისტოს გასამართ შეჯიბრებაზე ქულები არ ექნება დასაცავი.

წაიკითხეთ ასევე: ბასილაშვილის პროცესი არ იქნება - სასამართლო აგვისტოში გადაიდო

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG