Accessibility links

სტიქია კახეთში: დაისეტყვა ვენახები, მოგლეჯილია ხეები


ძლიერი სეტყვა და ქარია კახეთში. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში რამდენიმე სახლს სახურავი აქვს გადახდილი. გარდა ამისა, სეტყვამ სოფელი ნაფარეული დააზარალა. დასეტყვილია ვენახები და სხვა კულტურები.

თელავში კი მშვიდობის ქუჩაზე რამდენიმე ხეა წაქცეული. სტიქიის შედეგად, გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, ასევე ხე წაიქცა, რის გამოც, დაახლოებით 10 წუთით შეფერხდა სატრანსპორტო მიმოსვლა.

გურჯაანი-თბილისის გზაზე მოგლეჯილ ხეს „ფორდის" მარკის სატვირთო შეეჯახა. მგზავრები არ დაშავებულან. პოლიციის მისვლამდე გზის გათავისუფლება მძღოლებმა შეძლეს.

სტიქიისგან შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობა სახელმწიფო რწმუნებული კახეთში, ირაკლი ქადაგიშვილი. ის ამბობს, რომ ზარალის მასშტაბზე ინფორმაცია ამ წუთებში ზუსტდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG