Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ათეულობით ადამიანი დააკავეს პუტინის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობისთვის


მოსკოვის ცენტრში, ტვერის ქუჩაზე, რუსული გვარდიის თანამშრომლებმა ათეულობით ადამიანი დააკავეს პუტინის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობისათვის.

მოსკოვის ცენტრში, პუშკინის მოედანზე მოსკოვის დროით 19 საათზე დაიწყო საპროტესტო აქცია დევიზით: „არა სამუდამო პუტინს!“, რომელიც რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საწინააღმდეგო კამპანიის წევრების მიერ იყო ორგანიზებული და მასში 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კენჭისყრის შედეგების გაუქმების მოთხოვნით აქციის ჩატარების შესახებ მისმა ორგანიზატორებმა განაცხადი შეიტანეს მოსკოვის მერიაში, მაგრამ ხელისუფლება არ დათანხმდა მიტინგის გამართვას.

ამის გამო ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს აქციის ჩატარება მოქალაქეებთან შეხვედრისა და ხელმოწერების შეგროვების ფორმატში, მაგრამ ყველა გააფრთხილეს, რომ პოლიციამ შესაძლოა ეს შეხვედრა მაინც ჩათვალოს არასანქციერებულ მიტინგად და დაიწყოს მათი დაკავება.

აქციის დაწყებიდან 2 საათში მისმა მონაწილეებმა სტიქიური მსვლელობა წამოიწყეს პუშკინის მოედნიდან ტვერის ქუჩის მიმართულებით.

მათ გზა გადაუჭრა რუსეთის გვარდიისა და პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა. დაიწყო დაკავება.

თვითმხილევლების ცნობით სამართალდამცველები უკიდურესად უხეშად მოქმედებდნენ. ბევრი დკავებული ჩივის, რომ მიღებული აქვთ ტრამვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG