Accessibility links

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებენ ხელი შეუწყონ ვითარების დეესკალაციას


მთიანი ყარაბაღის საკითხზე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების დეესკალაციისთვის არ დაიშურონ ძალისხმევა. განცხადებაში თანათავმჯდომარეები მიესალმებიან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებების შემცირებას და მხარეებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ ვითარების გამწვავების რიტორიკისგან:

„არსებული ინფორმაციით, 15 ივლისის დილისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით მშვიდი სიტუაციაა. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და მოქმედი პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი მიესალმებიან საომარი მოქმედებების შემცირებას და მოუწოდებენ მხარეებს, განაგრძონ ძალისხმევა სიტუაციის დეესკალაციის გასაგრძელებლად.

თანათავმჯდომარეები მხარეებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ წამქეზებელი რიტორიკისგან და შეეცადონ ადგილზე ვითარების შეცვლას. ისინი ხაზს უსვამენ ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნის აუცილებლობას სამშვიდობო პროცესის აღდგენისთვის,“- აღნიშნულია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადებაში.

განცხადებაში თანათავმჯდომარეები მიესალმებიან სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების დასტურს, მთიანი ყარაბაღის მნიშვნელოვან ასპექტებზე რაც შეიძლება სწრაფად გაიმართოს არსებითი მოლაპარაკებები. თანათავმჯდომარეებმა განცხადებაში ხაზი გაუსვეს ასევე რეგიონში ეუთოს დამკვირვებლების დაბრუნების მნიშვნელობას.

აზერბაიჯანის 14 სამხედრო, მათ შორის, არმიის გენერალი და სომხეთის ოთხი ჯარიკაცი იქნა მოკლული სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ და აზერბაიჯანის დასავლეთ საზღვართან 12 ივლისს დაწყებული შეტაკებების შედეგად.

მხარეები შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG