Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაკერებმა გატეხეს ცნობილი ადამიანების "ტვიტერის" ანგარიშები და მოითხოვეს თანხის ჩარიცხვა


ოთხშაბათს საღამოს ჰაკერებმა რამდენიმე ცნობილი ადამიანის "ტვიტერის" ანგარიში გატეხეს. "ბიბისის" თანახმად, ჰაკერებმა სოციალური ქსელის მომხარებლებს ცნობილი ადამიანების "ტვიტერის" გვერდებიდან თანხის ჩარიცხვას სთხოვდნენ:

„ქვემოთ მითითებულ მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში ბიტკოინები გაორმაგებული ოდენობით დაგიბრუნდებათ.თუ 1000 დოლარს გამომიგზავნით, დაგიბრუნებთა 2000-ს. ამას 30 წუთის განმავლობაში ვაკეთებ“, - ასეთი შეტყობინება გავრცელდა ბიზნესმენ ილონ მასკის "ტვიტერის" ანგარიშიდან, - იუწყება "ბიბისი", რომლის თანახმადაც ილონ მასკის გარდა, ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლები გახდნენ ასევე ბილ გეითსი, ჯეფ ბეზოსი, ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, ბენიამინ ნეთანიაჰუ და სხვები.

„ტვიტერიმა” მასშტაბური ჰაკერული თავდასხმის შემდეგ გატეხილი ანგარიშები დროებით დაბლოკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG