Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრო მოქმედ და ყოფილ სამხედროებს ბინებს დაუკანონებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, თავდაცვის სამინისტრო მოქმედ და ყოფილ სამხედროებს ბინებს დაუკანონებს. მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და რამდენიმე ათას ადამიანს შეეხება.

"მისი უწყებრივი ბინები, ეს არის რამდენიმე ათასი ბინა, რომელიც როგორც დღეს მომსახურე სამხედროებს, ისე ყოფილ მომსახურეებს, კომისიური წესით იქნება განხილული და ამ ადამიანებს კერძო საკუთრებაში გადაეცემათ უფლებრივი ბინები", - თქვა პრემიერმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG