Accessibility links

პრემიერ-მინისტრის თქმით, მაღალმთიანი  სტატუსი კიდევ 59 დასახლებას მიენიჭება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, იზრდება იმ დასახლებული პუნქტების რაოდენობა, რომელთაც მაღალმთიანის სტატუსი ექნებათ. კერძოდ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გორის, დუშეთის, თიანეთის, ასპინძისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს, ასევე გომის მთას მაღალმთიანი სტატუსი მიენიჭებათ. გიორგი გახარიას თანახმად, მთლიანობაში ამგვარია 59 დასახლებული პუნქტი, მათ შორის გორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში არსებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 19 სოფელი.

„ფაქტობრივად გამოდის, რომ 246 000 ჩვენს მოქალაქეს , რომელიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობს მიემატება 26 000 მოქალაქე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები საშემოსავლო და ქონების გადასახადთან დაკავშირებული შეღავათებითა და დახმარებებით სარგებლობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG