Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიანა ჯოჯუამ UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა


აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ერთადერთმა ქართველმა მებრძოლმა ქალმა ლიანა ჯოჯუამ პირველი შეხვედრა მოიგო. გამთენიას, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, „მებრძოლთა კუნძულზე“, ჯოჯუა რუმინელ დიანა ბელბიტას დაუპირისპირდა და პირველსავე რაუნდში დაამარცხა - მესამე წუთზე ქართველმა მებრძოლმა მეტოქე ხელის მტკივნეული ილეთით აიძულა, დანებებოდა. ბრძოლის შემდეგ ლიანა ჯოჯუამ განაცხადა, რომ თავისი საყვარელი ილეთით გაიმარჯვა.

25 წლის ქართველ მებრძოლს UFC-ში დებიუტი შარშან სექტემბერში ჰქონდა, როდესაც კანადელ სარა მორასთან დამარცხდა. დღევანდელი წარმატების შემდეგ კი მის ანგარიშზე თითო მოგება და წაგებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG