Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი მაკედონიის პროევროპული სოციალ-დემოკრატები მცირე უპირატესობით იმარჯვენებენ არჩევნებში


ჩრდილოეთ მაკედონიის ყოფილი პრემიერი, ზორან ზაევი, არჩევნებში თავისი სოციალ-დემოკრატიული კავშირის გამარჯვებას ზეიმობს, სკოპიე, 16 ივლისი, 2020 წელი
ჩრდილოეთ მაკედონიის ყოფილი პრემიერი, ზორან ზაევი, არჩევნებში თავისი სოციალ-დემოკრატიული კავშირის გამარჯვებას ზეიმობს, სკოპიე, 16 ივლისი, 2020 წელი

ჩრდილოეთი მაკედონიის, ევროპის კავშირის მომხრე სოციალ-დემოკრატიული კავშირი ჩანს, იმარჯვებს 15 ივლისის საპარლამენტო არჩევნებში.

მაკედონიის სოციალ-დემოკრატიულმა კავშირმა (SDSM), ხმების 36,13 პროცენტი გაინაღდა, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, „მაკედონიის შიდა რევოლუციურ ორგანიზაციას, დემოკრატიულ პარტიას მაკედონიის ერთიანობისთვის“ (VMRO-DPMNE) ოდნავ ნაკლებმა, 34,65 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ეს მონაცემები ბიულეტენების 94 პროცენტის დათვლის შემდეგ გავრცელდა.

თუ მონაცემები ასეთივე დარჩა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზორან ზაევი სოციალ-დემოკრატებისგან მიიღებს მანდატს, შექმნას ახალი მთავრობა, რომლის მიზანი იქნება ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულებით გაძღოლა. ზაევმა გამარჯვება გამოაცხადა და თქვა, რომ გვქონდა მშვიდობიანი, ღირსეული, თავისუფალი, დემოკრატიული და უსაფრთხო არჩევნები. მისი თქმით, მისი კოალიცია მცირე ეთნიკური ალბანელების პარტიასთან ერთად, ეუფლება დამატებით სულ მცირე, სამ მანდატს, ვიდრე მისი მეტოქე, VMRO-DPMNE.

ეთნიკური ალბანელების უდიდესმა პარტიამ, ინტეგრაციის დემოკრატიულმა კავშირმა ხმების 11,6 პროცენტი მოაგროვა, ხოლო ალბანელთა ალიანსმა 8,8 პროცენტი.

საბოლოო შედეგები გამოცხადდება დღის განმავლობაში ყველა ბიულეტენის დათვლის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG