Accessibility links

მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ხაბაროვსკის გუბერნატორი


სერგეი ფურგალი

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 16 ივლისს, კანონიერად ცნო ხაბაროვსკის გუბერნატორის, სერგეი ფურგალის დაპატიმრება, რომლის გათავისუფლებას სამი დღის განმავლობაში მოითხოვდნენ ხაბაროვსკის ოლქში გამართული სამშვიდობო აქციის მონაწილეები.

სერგეი ფურგალი, რომელიც სამართალდამცველებმა 9 ივლისს, მის საცხოვრებელ სახლთან დააკავეს, ეჭვმიტანილია ხაბაროვსკსა და ამურის ოლქში ბიზნესმენების, ევგენი ზორიას და ოლეგ ბულატოვის მკვლელობას და ბიზნესმენ ალექსანდრ სმოლსკიზე თავდასხმაში, რასაც ფურგალი უარყოფს.

მოსკოვის საოლქო სასამართლოს სხდომა, ბრალდების დაჟინებული მოთხოვნით, დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

ფურგალის ადვოკატმა, ბორის კოჟემიაკინმა, ჟურნალისტებს 16 ივლისს აცნობა, რომ გუბერნატორი (იგი ოფიციალურად არ არის თანამდებობიდან გათავისუფლებული) მადლიერია ოლქის მცხოვრებლების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისათვის, მაგრამ არ უჭერს მხარს მასობრივ გამოსვლებს და აცხადებს, რომ მათთან არ აქვს არვითარი კავშირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG