Accessibility links

უკრაინის პარლამენტმა ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი აირჩია


კირილ შევჩენკო

უკრაინის საკანონომდებლო ორგანომ, ვერხოვნა რადამ, მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, კირილ შევჩენკოს, „უკრგაზბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 320-მა სახალხო დეპუტატმა.

წინააღმდეგ მისცეს ხმები ოპოზიციურმა ფრაქციებმა „ჰოლოსმა“ და „ევროპულმა სოლიდარობამ“.

უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც ყოფილმა ხელმძღვანელმა, იაკივ სმოლიმ, 1 ივლისს გადადგომის თხოვნით მიმართა ქვეყნის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის, და თავისი გადაწყვეტილების მიზეზად „სისტემატური პოლიტიკური ზეწოლა“ დაასახელა.

უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ პოსტის დატოვებას ზეწოლის გამო "შემაშფოთებელი" უწოდა საერთაშორისო-სავალუტო ფონდის აღამსრულებელმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ, რომელმაც 14 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლდიმირ ზელენსკისთან.

კრისტალინა გეროგიევამ უკრაინის ეროვნული ბანკის მუშაობას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „უკრაინისათვის წარმატების მკაფიო ისტორია“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG