Accessibility links

site logo site logo

საგარეო უწყება განმარტავს, რატომ არ მოხვდა ვიზიტიდან დაბრუნებული ზალკალიანი კარანტინში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ საკარანტინე სივრცეში არ გადაუყვანიათ. ის დილით მთავრობის სხდომასაც დაესწრო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნებულ პირებს საკარანტინე სივრცეში გადასვლა არ მოეთხოვებათ, მათ 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ერთხელ კორონავირუსზე ტესტირება უნდა ჩაიტარონ.

"სახელმწიფო და მისი თითოეული მოხელე, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთლიანად უწყება უდიდესი პასუხისმგებლობით უდგება არსებული რეკომენდაციების დაცვას, რაც მიმართულია მოსახლეობის ჯანმრთელობის და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - განმარტავენ უწყებაში.

დავით ზალკალიანი მიმდინარე წლის 13-14 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში ჩავიდა, სადაც შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირში იმართებოდა.

"აღნიშნული ვიზიტი თავისი შინაარსით გახლდათ ძალზედ მნიშვნელოვანი და დატვირთული. საქართველოს დელეგაციამ, ალიანსის მიწვევით მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიაში, გაიმართა შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, რომელიც იმ დროს ასრულებდა გენერალური მდივნის ფუნქციას, ასევე შეხვედრები გაიმართა ევროკომისიაში და ევროპარლამენტში", - განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველოში მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ნებისმიერი ქვეყნიდან ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე 14 დღით საკარანტინე სივრცეში გადაჰყავთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG