Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილჰამ ალიევმა თანამდებობიდან გადააყენა საგარეო საქმეთა მინისტრი


ელმარ მამადიაროვი
ელმარ მამადიაროვი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის საგარეო სამქეთა მინისტრი, ელმარ მამადიაროვი, რომელიც 2004 წლიდან ედგა სათავეში აზერბაიჯანის საგარეო უწყებას.

მის ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრად ალიევმა დანიშნა განათლების მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის გადაყენებას წინ უძღოდა 15 ივლისის მთავრობის სხდომაზე მამადიაროვის მისამართით პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ გამოთქმული კრიტიკა.

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დიპლომატიური საქმიანობა უფრო პროაქტიური უნდა იყოს. მე ხშირად ვამბობ, რომ ჩვენი დიპლომატია უნდა იყოს შეტევითი და არა პასიური, თავდაცვითი. დიპლომატიას არ უნდა ეშინოდეს ხმამაღლა ლაპარაკის", - განაცხადა ალიევმა მთავრობის სხდომაზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ სომხეთის საზღვარზე ვითარების ესკალაციის დროს, 12 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრი არ აღმოჩნდა თავის სამუშაო კაბინეტში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG