Accessibility links

ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის ვაქცინის მიღების გაზრდილ შესაძლებლობებზე საუბრობს


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს, მისი შექმნის შემდეგ. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.

"გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვართ ჩართული სოლიდარობის კვლევაში, ეს, რა თქმა უნდა, ზრდის საქართველოსთვის შანსს, რომ პირველივე შესაძლებლობების შემდეგ, როდესაც დადგინდება, რომ ეს ვაქცინა არის ეფექტური, საქართველო იქნება იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლისთვისაც გამოყოფილი გარკვეული ვაქცინების რაოდენობა", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ მიღებული არ არის. მეცნიერები შესაბამისი ვაქცინის შექმნაზე უკვე თვეებია მუშაობენ. მსოფლიო ამ დრომდე უშედეგოდ ებრძვის კორონავირუსს, თუმცა რამდენიმე ქვეყანამ ვირუსის კონტროლი შეძლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG