Accessibility links

10 თვის ბავშვის კორონავირუსით ინფიცირების წყარო ამ დრომდე ვერ დაადგინეს


24 საათზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც კახეთში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა. ეპიდემიოლოგებმა მისი ინფიცირების წყარო ამ დრომდე ვერ დაადგინეს.

ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ნინო გაბისონიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ PCR ტესტით უკვე შემოწმდა ბავშვთან კონტაქტში მყოფი 15 პირი, მათ შორის ბებია და ბაბუა, თუმცა ვირუსი არავის დაუდასტურდა. მანვე აღნიშნა, რომ ჩვილს ტესტირება ორჯერ ჩაუტარდა, მესამედაც გადამოწმდება.

10 თვის ჩვილი საეჭვო სიმპტომებით თელავის ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს, რის შემდეგაც ბიოლოგიური ნიმუში აუღეს და Covid-19-ზე კვლევამ დადებითი პასუხი აჩვენა. ბავშვი მას შემდეგ თბილისში გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG