Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით, დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ღამურებს ეძებდა


საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი

საოკუპაციო რეჟიმის მიერ 3 ივლისს დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური იტყობინება, რომ საქართველოს მოქალაქე ღამურებს ეძებდა სოფლებში არცევსა და ღრომში, იმისთვის, რომ მოგვიანებით, თითოეული 5000 დოლარად გაეყიდა.

დე ფაქტო ხელისუფლება, ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამხრეთ ოსეთში ბინადარი ღამურების მიმართ ინტერესი 2012 წლიდან გაჩნდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში ლუგარის ცენტრი გაიხსნა.

დე ფაქტო უშიშროების სამსახური ხვიჩა მღებრიშვილის დაკითხვის ვიდეოჩანაწერსაც აქვეყნებს, რომელშიც ის ამბობს, რომ მისი გადაადგილების მიზანი სწორედ, ღამურების პოვნა იყო.

ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს, ცხინვალში გადაიყვანეს და საკარანტინო ზონაში მოათავსეს, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით. საკარანტინო ზონაში მისი ყოფნის ვადა იწურება 17 ივლისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG