Accessibility links

„ედისონ რისერჩის“ გამოკვლევა - თბილისის 6 ოლქიდან საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ხოშტარიას  


„ედისონ რისერჩის“ გამოკვლევა პარტიების რეიტინგების გარდა შეეხო თბილისის იმ მაჟორიტარულ ოლქებს, რომლებშიც ოპოზიციას საერთო კანდიდატები ჰყავს წარდგენილი. „ლეობორისტული პარტიის" ოფისში შეკრებილმა ოპოზიციურმა პარტიებმა თბილის რვა ოლქიდან ექვსში (საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის გარდა) შეთანხმებული კანდიდატები წარადგინეს.

სამგორი

შეკითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ლევან ხაბეიშვილი (ენმ) - 15%
  • „ქართული ოცნების“ კანდიდატი - 42%
  • სხვა - 9%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 34%

ვაკე

ვის მისცემდნენ ხმას ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“ – „თავისუფალი დემოკრატები“) - 46%
  • „ქართული ოცნების“ კანდიდატი - 31%
  • სხვა - 4%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 19%

გლდანი

  • ნიკა მელია (ენმ) - 35%
  • „ქართული ოცნების“ კანდიდატი - 32%
  • სხვა - 1%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 32%

ისანი

  • გიორგი ვაშაძე („ახალი საქართველო”) - 37%
  • „ქართული ოცნების“ კანდიდატი - 36%
  • სხვა - 2%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 25%

ნაძალადევი

  • შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“) - 20%
  • ქართული ოცნების კანდიდატი - 42%
  • სხვა - 5%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 33%

მთაწმინდა-კრწანისი

შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო“ – „თავისუფალი დემოკრატები“) - 28%

  • „ქართული ოცნების“ კანდიდატი - 38%
  • სხვა - 3%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 31%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულის" დაკვეთით ამერიკულმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა“ ჩაატარა.

კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG