Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეპიდემიის გამო რუსეთში 26 ივლისს აღარ ჩატარდება „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა


რუსეთის პროპაგანდისტული „უკვდავი პოლკის“ აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აღარ ჩატარდება 26 ივლისისთვის დაგეგმილი მსვლელობა.

ამის მეზეზად დსახელდა რუსეთის რეგიონებში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება.

აქცია განუსაზღრველი ვადით გადაიდო. მსვლელობის ჩატარება შესაძლებელი იყო მხოლოდ პირბადის გამოყენების, სანიტარული ხელთათმანების გამოყენებისა და სოციალური დისტანციის დაცვის შემთხვევაში.

მაგრამ ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს „ეწინააღმდეგება“ მსვეველობის სულისკვეთებას.

.

კორონავირუსის პანდემიის გამო კრემლის ინიციატივით შემოღებული პატრიოტული აქციის „უკვდავი პოლკისა“ და სამხედრო-საზღვაო ძალების აღლუმის ჩატარება ვლადიმირ პუტინის განკარგულებით 26 ივლისს უნდა გაიმართოს.

მაგრამ კორონავირუსის გამო ჩატარდება მხოლოდ სამხედრო-საზღვაო ძალების აღლუმი.

„უკვდავი პოლკის“ სახელწოდებით ცნობილი ორგანიზაციის თანათავმჯდომარის, მსახიობ ვასილი ლანოვოის ცნობით, აქცია 2 ან 3 სექტემბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG