Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში გაერთიანდა სამი ოპოზიციური კანდიდატის შტაბები


სვეტლანა ციხანოვსკაია
სვეტლანა ციხანოვსკაია

16 ივლისს ბელარუსში გაერთიანების შესახებ განაცხადეს სამი ოპოზიციური კანდიდატის სვეტლანა ციხანოვსკიაის, ვიკტარ ბაბარიკას და ველერი ცეპკალოს საარჩევნო შტაბებმა.

მათ ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია ხუთი სამოქმედო პრინციპი.

კერძოდ, ერთიანი შტაბი მოუწოდებს ამომრჩევლებს, რათა მხარი დაუჭირონ სვეტლანა ციხანოვსკაიას კანდიდატურას, მოითხოვენ ყველა პოლიტიკური და ეკონომიკური პატიმრების გათავისუფლებას და მათთვის საქმეების გადასინჯვის უფლების მინიჭებას, განმეორებითი სამართლიანი არჩევენების ჩატარებას 9 აგვისტოს შემდეგ და ასევე მოუწოდებენ ამომრჩევლებს აუცილებლობის შემთხვევაში დაიცვან თავიანთი ხმები.

მას შემდეგ, რაც ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე საბოლოო უარი უთხრა „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ვიქტარ ბაბარიკას, და მაღალი ტექნოლოგიების პარკის ყოფილ ხელმძღვანელს, ვალერი ცეპკალოს, 9 აგვისტოს არჩევნებში პრეზიდენტის პოსტისათვის იბრძოლებს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი სვეტლანა ციხოანოვსკაია.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება. ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან უდგას სათავეში, მეექვსე ვადით იყრის კენჭს.

წინასაარჩევნო პერიოდი ბელარუსში ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა უპრეცედენტო აქტიურობითა და საპროტესტო აქციებით გამოირჩევა.

14 ივლისს მილიციამ ბელარუსში დააკავა არასანქციერებულ მსველობებში მონაწილე დაახლოებით 300 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები და ოპოზიციის კანდიდატების მხარდამჭერები, რამაც საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG