Accessibility links

site logo site logo

დიდი პაუზის შემდეგ ბრიუსელში გაიმართა სერბეთისა და კოსოვოს ლიდერების შეხვედრა


ავდულა ჰოტი, ჯოზეფ ბორელი და ალექსანდარ ვუჩიჩი

ევროკავშირის შუამავლობით სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებმა, პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა და პრემიერ-მინისტრმა, ავდულა ჰოტიმ 16 ივლისს ბრიუსელში პირველი შეხვედრა გამართეს თითქმის 20-თვიანი პაუზის შემდეგ.

შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა ძირითადად შეეხებოდა უგოზუკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.

რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ცნობით მხარეები შეთანხმდნენ ამ საკითხებზე ტექნიკური კონსულტაციების გამართვას მომდევნო კვირაში.

ხოლო სერბეთისა და კოსოვოს ლიდერების მომდევნო სამიტი, სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება.

16 ივლისის ბრიუსელის შეხვედრას წინ უძღოდა სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ავდულა ჰოტის ონლაინმოლაპარაკება, რომელც ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის მოდერატორობით წარიმართა.

საუბრის დროს მხარეებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ ჩამოაყალიბეს თავიანთი პრინციპული პოზიციები მთავარი პოლიტიკური საკითხის გარშემო.

სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი „აზრს დაკარგავდა“, თუ ის იქნებოდა კონცენტრირებული იმაზე, უნდა სცნოს თუ არა ბელგრადმა კოსოვოს დამოუკიდებლობაო.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ „ურთიერთობის ნორმალიზების ერთადერთ გზას წარმოადგენს ორი ქვეყნის მიერ ერთმანეთის ურთიერთაღიარება“.

კოსოვომ, სერბეთის ყოფილმა ოლქმა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2008 წელს, რაც ბელგრადმა უარყო.

ევროკავშირის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები ბელგრადსა და პრიშტინას შორის ჩაიშალა 2018 წლის ბოლოს, მას მერე, რაც შემოთავაზებული იქნა მიწის გაცვლა და მას მერე, რაც კოსოვომ 100-პროცენტიანი გადასახადი დაუწესა სერბეთის იმპორტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG