Accessibility links

ბრაზილიაში 2 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ


ბრაზილიაში covid-19-ით ინფიცირებულების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მონაცემების თანახმად ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 2,012,151, მათ შორის გარდაცვლილია 76 688.

ბრაზილია ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ კოვიდ-19-ით ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. რამდენიმე დღის წინ ინფიცირება დაუდასტურდა ქვეყნის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG