Accessibility links

ავღანეთიდან ქართველი 10 კოვიდინფიცირებული სამხედრო საქართველოში დააბრუნეს


ავღანეთში ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" მყოფი კოვიდინფიცირებული 10 ქართველი სამხედრო საქართველოში დაბრუნდა. ჯამში საქართველოში 38 ინფიცირებული სამხედრო დაბრუნდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"ინფიცირების წყარო იგივე კლასტერს - ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება", - აცხადებენ უწყებაში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 ივლისს საქართველოში ავღანეთიდან დაბრუნებული 28 სამხედროდან 8 უკვე გამოჯანმრთელდა, დანარჩენების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

"ავღანეთში დარჩენილი ქართული კონტინგენტის ნაწილი, რომელიც როტაციის წესით საქართველოში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება, დადგენილი წესის შესაბამისად 2-კვირიან კარანტინს გაივლის", - აცხადებენ უწყებაში.

ეს 38 ინფიცირებული პაციენტი საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკას არ შეემატება. ბოლო მონაცემებით, ინფექცია 1 010 პირს დაუდასტურდა, მათგან 885 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG