Accessibility links

სასწავლო პროცესი შესაძლოა შერეული მოდელით განახლდეს


ახალი სასწავლო წელი შესაძლოა შერეული მოდელით განახლდეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ონლაინსწავლებისა და საკლასო სწავლების მეთოდების დაბალანსებულად გამოყენებით შესაძლებელი იქნება სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და გაგრძელება.

მინისტრის მოადგილის თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არ არსებობს საფუძველი იმისთვის, რომ სწავლის დაწყებისთვის მოსალოდნელ რისკებზე ვიფიქროთ.

„თუმცა, მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო ეპიდემიოლოგიურად მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს“, - უთხრა ჟურნალისტებს თამარ გაბუნიამ. მისი განმარტებით, სკოლებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე მუშაობა ამ დღეებში დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG