Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი შაქარაშვილის საქმეზე: დავიღალე თქვენი ბულინგით


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე მედიასაშუალებას ბულინგში ადანაშაულებს. ასე დაიწყო მან შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე "ერთი-ერთზე ვაჟკაცობაზე" ნათქვამი კომენტარის განმარტება მედიასთან.

"მე მინდა გითხრათ ერთი რამე, დავიღალე თქვენი, უფრო სწორად, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით ჩემ მიმართ. თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემა არის. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემა არის", - მიმართა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მას არ უგულისხმია, რომ პირისპირ, ორ პირს შორის ძალადობა დასაშვებია და სასაცილოა ის ფაქტი, რომ ის მოძალადედ გამოჰყავთ.

"მე რაც ვიგულისხმე არის, რომ ერთი-ერთზე არის ყველაფერი, არ მიგულისხმია ძალადობა კარგი არის თუ რაღაცა. "ერთი-ერთზე" ვთქვი, არ მითქვამს, არც ჩხუბი... ვთვლი, ვაჟკაცობა არის ერთი-ერთზე და ერთი ერთზე ცხოვრებაში არის ყველაფერი, ლაპარაკი, სიყვარული, ალბათ, არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა. ვთქვი, ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, ჯგუფურ ძალადობაში, ვაჟკაცობა არის აღიარებაში", - განმარტა პრეზიდენტმა.

გუშინ სალომე ზურაბიშვილს კითხვა დაუსვეს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა:

"მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი. ძალადობა ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის მონანიება. ამიტომ ამაზე დავფიქრდეთ ყველა".

მისი ეს განცხადება პოლიტიკოსებმა და მედიასაშუალებებმა ძალადობის წახალისებად შეაფასეს. ომბუდსმენმა კი განმარტა, რომ დაუშვებელია ძალადობის რომანტიზება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG