Accessibility links

განათლების მინისტრის მოადგილე: დღევანდელი ვითარებით შესაძლებელია, სწავლა სექტემბერში საკლასო ოთახებში დაიწყოს


დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება იძლევა იმის საშუალებას, რომ სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყოს, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ. მისი თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოსწავლეებს დაახვედრებს მაქსიმალურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს:

„სწავლის დაწყების ფორმატთან დაკავშირებით მუდმივ კოორდინაციაში ვიყავით და ვართ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან და აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს, რადგან საბოლოოდ ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმ დროისათვის არსებულ ეპიდვითარებაზე.

ჩვენი მთავარი მიზანია, დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სრულყოფილი სასწავლო გარემო“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

დღეს, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მან თქვა, რომ ახალი სასწავლო წელი შესაძლოა შერეული მოდელით განახლდეს, ონლაინსწავლებისა და საკლასო სწავლების მეთოდების დაბალანსებულად გამოყენების გზით. მისივე თქმით, სკოლებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე მუშაობა ამ დღეებში დასრულდება.

საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, 1 აპრილიდან სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასაწავლებლებში ონლაინრეჟიმში განახლდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით ამოქმედდა ასევე ტელესკოლის პროექტიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG