Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიასა და საქართველოს შორის ფრენები 2 აგვისტოდან აღდგება


გერმანიასა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 2 აგვისტოდან აღდგება. ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ფრენები მიუნხენიდან თბილისის და საპირისპირო მიმართულებით კვირაში ორჯერ შესრულდება. ამ რეისზე Lufthansa-ს Airbus A319 იფრენს.

ფრენების განრიგი იქნება:

  • მიუნხენი - თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
  • თბილისი - მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

საქართველომ ევროპის 5 ქვეყანას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაუხსნა საზღვრები და, ამ წესის მიხედვით, გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებს პირდაპირი ფრენებით საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა საკარანტინო რეჟიმში მოხვედრის გარეშე შეეძლებათ. თუმცა ამ ქვეყნებიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ამ ხუთი ქვეყნის რეზიდენტები, 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG