Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები თვეების მანძილზე პირველად ხვდებიან ერთმანეთს აღდგენის ფონდის თაობაზე მოსალაპარაკებლად


ევროპის კავშირის წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ და 17 ივლისის მართავენ შეხვედრას, რომელზეც მსჯელობენ კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის აღსადგენად, 750 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტის შექმნის გარშემო.

პროგნოზების თანახმად, ევროკავშირი თავისი შექმნიდან ყველაზე ღრმა რეცესიას განიცდის და ბლოკის ლიდერები თანხმდებიან, რომ სწრაფად უნდა იმოქმედონ, რათა პანდემიამ კიდევ უფრო დიდი ზარალი არ მოუტანოს ძლიერ ინტეგრირებულ ეკონომიკებს.

წინა სამიტის შემდეგ, რომელიც ვირტუალურად გაიმართა, კავშირის ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა არაერთ, მათ შორის, პაკეტის მოცულობის და ბლოკის სამომავლო ბიუჯეტის საკითხში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამიტზე ჩასვლამდე 17 ივლისს მოუწოდა შეხვედრის მონაწილეებს, იქონიონ კომპრომისზე წასვლის ნება და მიაღწიონ შეთანხმებას.

გასულ კვირაში ევროპის კავშირის საბჭოს თამჯდომარე, შარლ მიშელი გამოვიდა წინადადებით, 750 მილიარდი ევროს პაკეტში 500 მილიარდი კრედიტების სახით გაიცეს, ხოლო 259 მილიარდი - გრანტების ფორმით, როგორც ეს წარედგინა ევროკომისიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG