Accessibility links

ირანში დემონსტრანტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს სიკვდილმისჯილებს


ირანში, შირაზსა და ბეჰბეჰანში გაიმართა საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეები ქვეყნის ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებს გაიძახოდნენ.

სოციალური მედიის მომხმარებლებმა 16 ივლისს მოუწოდეს საზოგადოებას, გამოსულიყვნენ და მოეწყოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაცია საღამოს 7 საათზე ადგილობრივი დროით, სასამართლოს იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც სამ კაცს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს გასული წლის საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში, ცნობებით, ასახული იყო საპროტესტო გამოსვლები ბეჰბეჰანში, ხუზესტანის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში, და შირაზში, სამხრეთ-დასავლეთ პროვინციის, ფარსის, დედაქალაქში. გამომსვლელები გაიძახოდნენ მოწოდებებს სიკვდილით დასჯის განაჩენის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლომ ამირ ჰოსეინ მორადის, საეედ თამჯიდის და მოჰამად რაჯაბის გამოუტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG