Accessibility links

პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირების ფონზე პეკინი აცხადებს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები „ჭკუიდან გადავიდნენ“


აშშ-ის და ჩინეთის ლიდერები, დონალდ ტრამპი და სი ძინპინი პეკინში, 2017 წლის ნოემბერი

ჩინეთმა აშშ-ის სახელმწიფო მოხელეები დაადანაშაულა, რომ „ჭკუიდან გადავიდნენ“ ორ ქვეყანას შორის გამოთქმული ურთიერთბრალდებების ფონზე. პეკინსა და ვაშინგტონს შორის უთანხმოებაა საკითხების ფართო სპექტრში, კორონავირუსიდან დაწყებული, სავაჭრო სფეროთი დამთავრებული.

დასავლეთში ფიქრობენ, რომ ჩინეთი სულ უფრო აგრესიულ პოლიტიკას მიმართავს, რათა გააფართოოს მსოფლიოში თავისი გავლენა სამხედრო, ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ, ასევე სხვა სფეროებში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ჰუა ჩუნინმა განაცხადა 17 ივლისს, რომ პეკინი არ ცდილობს წინ აღუდგეს აშშ-ს და არ სურს მის ჩანაცვლებას, როგორც მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური სახელმწიფო, არამედ უბრალოდ ესწრაფვის, გააუმჯობესოს თავისი ხალხის ცხოვრების პირობები, მხარი დაუჭიროს მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას.

„არის რა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ჩინეთს აქვს უფლება, დაიცვას თავისი ინტერესები სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების მხრივ, დაიცვას მიღწევები, რომელსაც ჩინეთის ხალხმა თავისი შრომით მიაღწია“, განაცხადა ჰუამ, რომლის თქმით, ჩინეთს უფლება აქვს, შეებრძოლოს დაცინვას და უსამართლობას, აშშ-ის მხრიდან თავდასხმებს ცილისწამების სახით.

ჰუას კომენტარი მოჰყვა აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის გამოსვლას 16 ივლისს, რომელშიც მან თქვა, რომ ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში აჩერებდა საქონელს და მწარმოებლებს არ აძლევდა მათი ექსპორტის უფლებას ქვეყნებში, რომლებსაც ეს საქონელი ესაჭიროებოდათ. ბარმა ასევე ბრალად დასდო ჰაკერებს, რომლებიც ჩინეთის მთავრობასთან არიან დაკავშირებული, რომ ისინი ცდილობდნენ, აშშ-ის უნივერსიტეტებიდან და საწარმოებიდან მოეპარათ ინფორმაცია კორონავირუსის ვაქცინის შექმნის გარშემო მიმდინარე კვლევის შესახებ.

ჰუამ ბარის მტკიცებები უარყო და განაცხადა, რომ ეს ადამიანები, საკუთარი ინტერესებისა და პოლიტიკური სარგებლის გამო, ისე მონდომებით ცდილობენ შიდა საზოგადოებრივი აზრის მიტაცებას, რომ "ჭკუიდან გადადიან", "გიჟდებიან".

დაძაბულობა ორ სახელმწიფოს შორის წელს გამწვავდა.

სულ ახლახან აშშ-ის კონგრესში სანქციები დაუწესეს ჩინეთის ყველაზე მკაცრ კრიტიკოსებს მას მერე, რაც აშშ-მა სანქციები დაუწესა ჩინეთის მოხელეებს ვიზების გაცემის აკრძალვის და აქტივების გაყინვის სახით.

ნიუ-იორკ ტაიმსი და სააგენტო როიტერსი ავრცელებენ ცნობას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ფიქრობს, აშშ-ში შესვლა აუკრძალოს ჩინეთის ყველა კომუნისტს და მათი ოჯახების წევრებს. გამოცემები ეყრდნობიან წყაროს, რომლისთვისაც თემა ცნობილია. თუ ვაშინგტონმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, აშშ-ში შესვლას ვეღარ შეძლებს ჩინეთის 150 მილიონი მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG