Accessibility links

დედოფალმა რაინდად აკურთხა 100 წლის კაპიტანი ტომი, რომელიც ქველმოქმედებისთვის აგროვებდა ფულს


ასი წლის კაპიტანი, ტომ მური რაინდად კურთხევის შემდეგ უინძორის სასახლის წინ, 2020 წლის 17 ივლისს

კაპიტანი ტომ მური, ასი წლის ბრიტანელი ვეტერანი, რომელმაც მილიონობით გირვანქა სტერლინგი შეაგროვა ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ადამიანებისთვის კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, 17 ივლისს გახდა "სერ ტომი", მას მერე, რაც დედოფალმა ელისაბედ II-მ ის რაინდად აკურთხა.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ბრიტანეთის ეროვნული გმირი გახდა მას შემდეგ, რაც რეკორდული 33 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეკრიბა (41 მილიონი დოლარი), როცა 100-ჯერ შემოუარა თავის ბაღს სასიარულო მოწყობილობის დახმარებით აპრილში, თავისი ღირსშესანიშნავი დაბადების დღის მოახლოების წინ.

ამ ჯილდოზე მურის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაასახელა მას შემდეგ, რაც ვეტერანი საპატიო პოლკოვნიკი და ინგლისის კრიკეტის გუნდის საპატიო წევრი გახდა.

მური რაინდად აკურთხეს უინძორის სასახლეში, სადაც 94 წლის დედოფალი იმყოფება მარტის მერე.

ბუკინგამის სასახლემ აღნიშნა, რომ ეს ცერემონია - პირველი ოფიციალური ცერემონია, რომელსაც დედოფალი კორონავირუსის შეზღუდვების შემდეგ შეასრულებს - ჩატარდა მხოლოდ მურის და მისი ოჯახის წევრების თანდასწრებით.

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ ჩემს თავს შეიძლებოდა მომხდარიყო", დაწერა მურმა ტვიტერის პოსტში. მონარქმა ცერემონიისთვის გამოიყენა ხმალი, რომელიც მის მამას, ჯორჯ VI-ს ეკუთვნოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG