Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO: გასულ დღე-ღამეში მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 237 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ინფორმაციას ავრცელებს „როიტერსი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით.

მათვე ცნობით, მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13 616 593-ს მიაღწია.

რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, გასული 24 საათის განმავლობაში, ვირუსს კიდევ 5 682 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 585 727-მდე გაიზარდა.

აქამდე ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი გასულ კვირაში დაფიქსირდა, როდესაც მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 230 370 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG