Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა დაზვერვისგან მიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი კვლავ ერევა საარჩევნო პროცესში


აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რეგულარულად იღებს ინფორმაციას დაზვერვისაგან და აცნობეს, რომ რუსეთი განაგრძობს მცდელობას, ჩაერიოს აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.

„წარსულიდან ვიცით და ახლა მე გარწმუნებთ, რომ ვიცი, რადგან რეგულარულად ვიღებ ინფორმაციას დაზვერვისგან, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს ჩვენი საარჩევნო პროცესის დელეგიტიმაციას და ეს ფაქტია", განაცხადა 17 ივლისს ბაიდენმა, რომელიც ბარაკ ობამას მმართველობის დროს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იყო. ახლა ის დონალდ ტრამპის მეტოქეა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება.

თუ ბაიდენმა გაიმარჯვა, ის თანამდებობას დაიკავებს 2021 წლის 20 იანვარს.

ტრადიციულად, წამყვანი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი იღებს ხოლმე დაზვერვისგან ინფორმაციას არჩევნებამდე, რათა, არჩევის შემთხვევაში, პირველივე დღიდან იყოს სრულად ინფორმირებული.

ბაიდენმა, საქველმოქმედო ონლაინშეხვედრაზე თავის მომხრეებთან, გაფრთხილება გამოთქვა, რომ თუ მოსკოვი გააგრძელებს ჩარევის მცდელობას, „რეალური საფასური იქნება გადასახდელი“, მისი გამარჯვების შემთხვევაში.

აშშ-ის დაზვერვის არაერთმა სამსახურმა დაასკვნა, რომ მოსკოვი 2016 წლის არჩევნების პერიოდში ტრამპის დახმარებას ცდილობდა. რუსეთი ჩარევას უარყოფს.

ტრამპმა არაერთხელ უწოდა გამოძიებას, რომელსაც უნდა დაედგინა, იყო თუ არა მისი გუნდი რუსუთან კავშირში, „სიცრუის“ მცდელობა.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ჩინეთი მიმართავს ზომებს, რათა „ჩვენ დავკარგოთ 2020 წლის არჩევნების შედეგების მიმართ რწმენა“.

თეთრს სახლს ბაიდენის განცხადების გარშემო რეაქცია არ გამოუხატავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG