Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ამერიკელი კონგრესმენი, სეგრეგაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი წინამძღოლი, ჯონ ლუისი


81 წლისა გარდაიცვალა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი მრავალი წლის განმავლობაში, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ჯონ ლუისი. ლუისი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ვაშინგტონში 1963 წლის მსვლელობისა, რომლის შედეგად ქვეყნის ფედერალურმა მთავრობამ აკრძალა სეგრეგაცია - რასობრივი ნიშნით დაყოფა საზოგადოებრივ ადგილებში და მიიღო კანონი, რომლის მიხედვით შავკანიან მოსახლეობას მიენიჭა იგივე საარჩევნო უფლებები, როგორიც თეთრებს ჰქონდათ. ამ მსვლელობის დროს, რომელშიც 300 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, წარმოთქვა აფრიკელ-ამერიკელთა წინამძღოლმა, მარტინ ლუთერ კინგმა თავისი სიტყვა სახელწოდებით „ჩემი ოცნებაა“.

1986 წელს ჯონ ლუისი კონგრესში იქნა არჩეული და მას მერე 16-ჯერ განმეორებით ირჩევდნენ. მან მხოლოდ ერთხელ მოაგროვა ხმების რაოდენობის 70 პროცენტზე ნაკლები.

ჯონ ლუისმა 2016 წელს ორგანიზება გაუკეთა დემოკრატიული პარტიის ასი კონგრესმენის 25-საათიან მჯდომარე გაფიცვას, რომლის მოთხოვნა იყო აშშ-ის იარაღის გაყიდვაზე მკაცრი წესების შემოღება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG